წინასწარი შედეგებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საპრეზიდენტო“ არჩევნებში ანატოლი ბიბილოვმა გაიმარჯვა
ე.წ სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა, ანატოლი ბიბილოვმა გაიმარჯვა. როგორც პრესკონფერენციაზე ე.წ. ცესკოს თავმჯდომარემ, ბელა პლიევამ განაცხადა, ბიბილოვმა ამომრჩეველთა ხმების 57,9 პროცენტი მიიღო. თუ ეს შედეგები არ შეიცვლება, მეორე ტურის ჩატარება საჭირო აღარ იქნება.
ლეონიდ თიბილოვმა ამომრჩეველთა ხმების 30% მიიღო, ხოლო ალან გაგლოევმა – 11.01%. საბოლოო შედეგები 14 აპრილამდე გამოქვეყნდება.