ე.წ. სამხრეთ ოსეთის “საპრეზიდენტო“ არჩევნებში ანატოლი ბიბილოვი ლიდერობს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის “საპრეზიდენტო“ არჩევნებში ანატოლი ბიბილოვი ლიდერობს. ამის შესახებ ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ბელა პლიევამ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო “სპუტნიკი“ ავრცელებს. ამ ინფორმაციის მიხედვით, ბიბილოვს მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 48,7%-მა, თიბილოვმა 26,5, ალან გაგლოევმა – 19,1, ხოლო ყველას წინააღმდეგ – 5,7%. სავარაუდოდ, „არჩევნებზე“ მეორე ტური დაინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები