„ცინიკურია, რომ სწორედ 9 აპრილს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმართება ე.წ. არჩევნები და რეფერენდუმი”

ცინიკურია, რომ სწორედ დღეს, 9 აპრილს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმართება ე.წ. არჩევნები და რეფერენდუმი – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განუცხადა.
როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციამ აგოს პასუხი იმ დარღვევებსა და აგრესიაზე, რომელსაც აკეთებს.
”ცინიკურია, რომ დღეს 9 აპრილს იმართება ე.წ. არჩევნები და რეფერენდუმი, რომელსაც ატარებს რამდენიმე ათასი ადამიანი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაშინ, როდესაც გამოდევნილი არიან ეთნიკური ქართველები საკუთარი ტერიტორიიდან, საკუთარი სახლებიდან. ეს არის ყველანაირი საერთაშორისო ნორმის დარღვევა. მას არ აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება. შესაბამისი განცხადებები გაკეთდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში. რუსეთის ფედერაციამ უნდა გაიგოს, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ შეეგუება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, სუვერენიტეტის შელახვას და ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მივაღწევთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციამ აგოს პასუხი იმ დარღვევებისა და აგრესიისთვის, რომელსაც აკეთებს”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და ”სამხრეთ ოსეთისთვის” სახელის „სამხრეთ ოსეთი – სახელმწიფო ალანიად“ შეცვლის თაობაზე ”რეფერენდუმი” ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები