FBI-მ პასტორი და კიდევ ერთი პირი ბავშვებთან სექსუალური კონტაქტის ბრალდებით დააკავა

აშშ-ში, ოჰაიოს შტატში ეკლესიის პასტორი და კიდევ ერთი პირი FBI-მ არასრულწლოვნებთან სექსუალური კონტაქტის ბრალდებით დააკავა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ისინი ბავშვებით ვაჭრობაში არიან ბრალდებულნი. ბრალდების თანახმად, დაკავებულები ამ საქმიანობით სამი წლის წინ დაკავდნენ და მათი პირველი მსხვერპლი 14 წლის გოგონა იყო.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, 46 წლის კორდელ ჯენკინსი და 37 წლის ენტონი ჰეინსი პატიმრობაში დარჩებიან. სასამართლო 13 აპრილს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები