დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში ვიზიტი მეორედ გადადო

 დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა მოსკოვში ვიზიტი კვლავ გადადო. მან ამის მიზეზად სირიაში არსებული მდგომაროება დაასახელა. “სირიაში მომხდარმა მოვლენებმა სიტუაცია რადიკალურად შეცვალა.
ამჟამად ჩვენი პრიორიტეტია “დიდი შვიდეულის“ შეხვედრისთვის მომზადება, რომელიც 10-11 აპრილს გაიმართება. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად სირიაში სამშვიდობო პროცესის გაგრძელება, რათა პოლიტიკური პროცესის დაწყებაც მოხდეს.
ეს ყველაფერი ჩვენს პარტნიორებთან უნდა განვიხილოთ”, – აცხადებს ჯონსონი. 27 მარტს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გაავრცელა განცხადება, რომ მოსკოვში ჯონსონის ვიზიტი გადაიდო. მაშინ ამის მიზეზად ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის გრაფიკის ცვლილება დასახელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები