შვედეთში დაკავებული, ტერაქტში ეჭვმიტანილი მამაკაცი უზბეკეთის მოქალაქეა

39 წლის მამაკაცი, რომელიც შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში პარასკევს მომხდარ ტერაქტშია ეჭვმიტანილი წარმოშობით უზბეკეთიდან არის. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
მისი სახელი ჯერჯერობით უცნობია. პოლიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი ყურადღების ცენტრში ეს ადამიანი ადრეც მოხვედრილა.
პარასკევს საღამოს სტოკჰოლმის ცენტრში სატვირთო ავტომობილი ქუჩაში გამვლელებს შეეჯახა. დაიღუპა 4 და დაიჭრა 15 ადამიანი. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ 2 პირი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები