აშშ-ის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, სირიის სამხედრო აეროდრომზე 20 თვითმფრინავია განადგურებული

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ 7 აპრილს გამთენიისას სირიის შაირათის ავიაბაზაზე განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად, 20 თვითმფრინავი, საზენიტო დანადგარები და საავიაციო ანგარები განადგურდა. ამის შესახებ “სი ენ ენი“ იუწყება.
პენტაგონის ინფორმაციით, ხომალდებიდან გაშვებული 59 რაკეტიდან მხოლოდ ერთი ასცდა მიზანს.
შეერთებული შტატები ვარაუდობს, რომ სწორედ შაირათის ავიაბაზიდან დაიბომბა იდლიბის პროვინცია 4 აპრილს, რა დროსაც თვითმფრინავებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს. ამის შედეგად სულ მცირე, 100 ადამიანი დაიღუპა. ასევე, პენტაგონის წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს, რომ ჩაატარებენ გამოძიებას, რათა დაადგინონ,  ვინ განახორციელა ეს შეტევა – ასადის ავიაციამ თუ რუსულმა საბძოლო თვითმფრინავებმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები