პენტაგონმა სირიაში ქიმიურ შეტევასთან რუსეთის შესაძლო კავშირის გამოძიება დაიწყო

პენტაგონის ინფორმაციით, შეერთებული შტატები სირიის იდლიბის პროვინციაში განხორციელებულ ქიმიურ შეტევასთან რუსეთის შესაძლო კავშირის გამოძიებას ჩაატარებს. ამის შესახებ სააგენტო “ასოშიეტედ პრესი” იუწყება.
პენტაგონის ინფორმაციით, რუსეთმა ან თავად გამოიყენა ქიმიური იარაღი ან ვერ გააკონტროლა ბაშარ ასადის ძალების მოქმედება, რომლებმაც ეს გააკეთეს.
ამერიკელი სამხედროები, ასევე, აცხადებენ, რომ საავადმყოფო, სადაც 4 აპრილს მოწამლული ხალხი მიიყვანეს, მოგვიანებით დაიბომბა. ამის მიზანი ქიმიური შეტევის შედეგების დამალვა იყო.
ბოლო ინფორმაციით, იდლიბთან განხორციელებულ დაბომბვას, რომლის დროსაც ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული, 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები ემსხვერპლნენ. ასობით ადამიანი კი დაშავდა.
სირიის ხელისუფლება ქიმიურ შეტევას უარყოფს, ასადის რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ იარაღის საწყობი დაბომბეს, სადაც ქიმიური იარაღი ინახებოდა.
ქიმიური შეტევის საპასუხოდ, ამერიკულმა ხომალდებმა სირიის სამთავრობო ძალების სამხედრო აეროდრომი ფრთოსანი რაკეტებით დაბომბეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები