ევროკავშირი ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ რეფერენდუმს და „საპრეზიდენტო“ არჩევნებს არ აღიარებს
ევროკავშირი ე.წ. სამხრეთ ოსეთში 9 აპრილისთვის დაგეგმილ რეფერენდუმს და „საპრეზიდენტო“ არჩევნებს არ აღიარებს.
აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
„ევროკავშირი არ სცნობს იმ ფორმატს, რომლის ფარგლებშიც 9 აპრილს ე.წ. სამხრეთ ოსეთში „საპრეზიდენტო არჩევნები“ და „რეფერენდუმი“ გაიმართება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე წერია, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
8 აპრილს ოკუპირებულ რეგიონში დაგეგმილ “არჩევნებზე“ და „რეფერენდუზმე“ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც გააკეთა. რექს ტილერსონის უწყებამ ისინი კატეგორიულად დაგმო.