პაკისტანის პოლიციამ 10 „ბოევიკი“ მოკლა

პაკისტანის ქალაქ ლაჰორში პოლიციამ 10 „ბოევიკი“ მოკლა. ტერორისტები ორმხრივი სროლის დროს იყვნენ ლიკვიდირებულნი. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, ლიკვიდირებულ „ბოევიკებს“ შორის ის პირებიც იყვნენ, რომლებიც თებერვალში მომხდარ ტერაქტთან იყვნენ დაკავშირებული.
რამდენიმე დღის წინ ლაჰორში მომხდარი აფეთქების შედეგად, 18 ადამიანი დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.
ბოლო თვეებში, პაკისტანში მომხდარ ტერაქტებს ათობით ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები