ირანის პრეზიდენტი სირიაში ქიმიური შეტევის გამოძიებას მოითხოვს

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ სირიაში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ქიმიური შეტევის გამოძიება მოითხოვა. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი” იუწყება. მისი განცხადებით, აშშ-ის სარაკეტო დარტყმებმა სირიის სამთავრობო ძალებზე ამ ქვეყანაში და რეგიონში კონფლიქტის ესკალაცია შეიძლება გამოიწვიოს.
„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ საერთაშორისო ჯგუფმა ეს ფაქტი გამოიძიოს. აუცილებელია იმის დადგენა, თუ საიდან მოხვდა იქ ქიმიური იარაღი“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
თეირანი ბაშარ ასადის მოკავშირედ ითვლება. ის დამასკოს იარაღით და საბრძოლო მასალებით ეხმარება.
ცნობისთვის, სირიის იდლიბის პროვინციაში ქიმიური შეტევის საპასუხოდ აშშ-ის საბრძოლო ხომალდებმა სირიის ქალაქ ჰომსთან მდებარე სამხედრო აეროდრომზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები