აშშ ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ რეფერენდუმს და “საპრეზიდენტო“ არჩევნებს გმობს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე – ე.წ. სამხრეთ ოსეთში 9 აპრილისთვის დაგეგმილ „რეფერენდუმს და“საპრეზიდენტო არჩევნებს გმობს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ჩვენ ვგმობთ და არ ვაღიარებთ ოკუპირებულ აფხაზეთში 12 და 26 მარტს ჩატარებული არალეგიტიმური „საპარლამენტო“ არჩევნების შედეგებს. ასევე, არ ვაღიარებთ  ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 9 აპრილს დაგეგმილ არალეგიტიმურ არჩევნებს“, – წერია განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ეს არალეგიტიმური არჩევნები და ე.წ. რეფერენდუმი ტარდება საქართველოს ტერიტორიებზე, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე.
„ შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენი პოზიცია ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით არის მკაფიო – ეს რეგონები არის საქართველოს განუყოფელი ნაწილები“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები