ბასკურმა სეპარატისტულმა დაჯგუფება „ეტამ“ სრული განიარაღება დაიწყო

ბასკურმა სეპარატისტულმა დაჯგუფება „ეტამ“ საფრანგეთში ტოტალური განიარაღება დაიწყო. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
როგორც ბასკების წარმომადგენელმა, ჩენ ეჩევერიმ განაცხადა, იარაღის ნაწილი უკვე ჩაბარებულია. ჩაბარებული იარაღის და საბრძოლო მასალების რაოდენობა არ სახელდება.
რამდენიმე დღის წინ, „ბი ბი სის“ განკარგულებაში წერილი აღმოჩნდა, რომელშიც დაჯგუფების წევრები მოსალოდნელი განიარაღების შესახებ იუწყებოდნენ.
ამასთანავე, ესპანეთი დაჯგუფების ამ გადაწყვეტილებას უნდობლობით უყურებს. ესპანეთის ხელისუფლება დაჯგუფებისგან ტერორისტული თავდასხმების მონაწილეთა ვინაობის გასაჯაროებას მოითხოვს.
„ეტას“ წარმომადგენლებმა, 40-წლიანი არსებობის პერიოდში, 800-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. ეს დაჯგუფება ესპანეთისა და საფრანგეთის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისთვის იბრძოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები