შვედეთში მეორე პირი დააკავეს, რომელიც პარასკევს მომხდარ ტერაქტშია ეჭვმიტანილი

შვედეთის პოლიციამ მეორე პირი დააკავა, რომელიც სტოკჰოლმში პარასკევს მომხდარ ტერაქტშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ეჭვმიტანილი სტოკჰოლმის ჩრდილოეთ ნაწილში დააკავეს. პოლიცია ვარაუდობს, რომ ის ადრე დაკავებულ პირთან არის დაკავშირებული.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულია 39 წლის მამაკაცი, რომელსაც იგივე ტანსაცმელი ეცვა, რაც სატვირთო ავტომობილის მძღოლს, რომელიც ქუჩაში გამვლელებს შეეჯახა. მის ტანსაცმელზე შუშის ნამსხვრევებია აღმოჩენილი.
სტოკჰოლმში სატვირთო ავტომობილი ქუჩაში გამვლელებს პარასკევს საღამოს  შეეჯახა. სამი ადამიანი დაიღუპა. არიან დაჭრილებიც. ქვეყნის ხელისუფლებამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები