გაეროს უშიშროების საბჭო დღეს სირიის საკითხზე საგანგებო სხდომაზე შეიკრიბება

Security Council Meeting: The situation in Somalia Report of the Secretary-General on Somalia (S/2010/447)

გაეროს უშიშროების საბჭო სირიის საკითხზე დღეს საგანგებო სხდომას გამართავს. სხდომაზე სირიის ავიაბაზაზე აშშ-ის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის საკითხი იქნება განხილული. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.  სხდომა გახსნილი იქნება.
ცნობისთვის, აშშ-მა საბრძოლო ხომალდებიდან სირიის სამთავრობო ძალები ფრთოსანი რაკეტებით დაბომბა. დარტყმა ქალაქ ჰომსის მახლობლად მდებარე შაირათის ავიაბაზაზე განხორციელდა.
ამ ავიაბაზიდან 3 დღის წინ სირიის ავიაციამ იდლიბის პროვინციაში ქალაქ ხან-შეიხუნზე განახორციელა დაბომბვა და ამისთვის ავიაცია გამოიყენა. დაბომბვის შედეგად, ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ამერიკელი სამხედროების დაბომბვის სამიზნე  ასაფრენი ბილიკები, თვითმფრინავები და ვერტმფრენები, ასევე საწვავის ავზები იყო.
როგორც ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, რუსეთის სამხედრო ობიექტები სირიაში დარტყმის ობიექტებს შორის არ ყოფილა. სირიის ხელისუფლების ინფორმაციით, დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს იყო „პროპორციული პასუხი“ 4 აპრილს იდლიბის პროვინციის დაბომბვის საპასუხოდ, რასაც 72 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები