სოხუმში მამაკაცი ცოცხლად დაწვეს
სოხუმში, ყაჩაღური თავდასხმის დროს, მამაკაცი ცოცხლად დაწვეს. მძარცველებმა ქალი სასტიკად სცემეს, ხოლო მის მეუღლეს ცეცხლი მოუკიდეს. ამის შესახებ გამოცემა “Apsny LIFE” იუწყება.
მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მისი მეუღლე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა ქალის გადარჩენა შეძლეს.
ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს.