ლონდონში 22 მარტს მომხდარი ტერაქტის შედეგად დაშავებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ლონდონის ცენტრში 22 მარტს მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაშავებული ქალი დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შემდეგ ტერაქტის მსხვერპლის რაოდენობა 5-მდე გაიზარდა. ასევე, პოლიციამ ტერაქტის დროს ტერორისტიც მოკლა.  დღეს გარდაცვლილი ქალი რუმინეთის მოქალაქე, 31 წლის ანდრეა კრისტიაა.
ანდრეა კრისტია მანქანის შეჯახების შედეგად ტემზაში გადავარდა. ის მაშველებმა გადაარჩინეს და საავადმყოფოში წაიყვანეს, თუმცა ექიმებმა ქალის გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ტერაქტი 22 წლის ბრიტანელმა ჰალიდ მასუდმა მოაწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები