ჩრდილოეთ ოსეთში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ჩრდილოეთ ოსეთის მოზდოკის რაიონში ავტომობილის აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. კიდევ ერთი ადამიანი დაიჭრა, ის მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოცემა “Life.ru”-ს ინფორმაციით, ავტომობილში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.