სტოკჰოლმში ავტომობილი ხალხში შევარდა – არის მსხვერპლი (ვიდეო)

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში სატვირთო ავტომობილი ქუჩაში გამვლელებს შეეჯახა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. არიან დაჭრილებიც.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები. მოსახლეობა შემთხვევის ადგილიდან ევაკუირებულია.
ცნობისთვის, 22 მარტს ლონდონში დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ხალხს შეეჯახა. დაიღუპა 5 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები