გიორგი უძილაურის თქმით, ხეების გადატანის პროცესში იურიდიული დარღვევის არსებობა ვერც ერთმა კომპანიამ ვერ დაადასტურა

“ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი უძილაურის განცხადებით, დენდროლოგიური პარკის მშენებლობის პროცესში შესაძლო ეკოლოგიური პრობლემების შესახებ მისთვის არც ერთ ორგანიზაციას არ მიუმართავს. ასე გამოეხმაურა გიორგი უძილაური “პარტიზანი მებაღეების” წარმომადგენლის, ნატა ფერაძის განცხადებას, თითქოს დენდროლოგიური პარკის მშენებლობის გამო ეკოლოგიური პრობლემები იქმნება.

“არც ერთხელ არ მახსოვს ოფიციალურად დაგვკავშირებოდა პრეტენზიის მქონე რომელიმე ორგანიზაცია თუ მოძრაობა, რომ რამე ეკითხათ. თუ ვინმეს აინტერესებს, ის მოდის და მეკითხება ამის შესახებ. ბიძინა ივანიშვილს არავის წინაშე თავი გასამართლებელი არ აქვს, მით უმეტეს, როდესაც აკეთებს კიდევ ერთ დიდ პროექტს, რომელიც მიმართულია ბუნებისკენ. ვერც ერთი დასკვნა ვერ იქნა მოტანილი, რომ იურიდიულად რაიმე იყო დარღვეული”, – განაცხადა “განსხვავებულ აქცენტებში” სტუმრობისას გიორგი უძილაურმა. მანვე აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის სურვილია, დენდროლოგიური პარკი საზოგადოებისთვის ღია იყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები