“სუსი-ს ახალი სააგენტოს უფროსად ალეკო ტაბატაძე არ ინიშნება და ამის გავრცელება გამიზნულად ხდება”

ჟურნალისტი, საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსის” დამფუძნებელი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

“რიხით რომ აცხადებთ, სუს-ის ახალი სააგენტოს უფროსად ვახტანგ გომელაურის მოადგილე ინიშნებაო, ეს არის აბსოლუტური ტყუილი და მტკნარი სიცრუე. სიმართლესთან არანაირი კავშირი რომ არ აქვს საერთოდ… უბრალოდ, უხერხულია, როცა სიცრუის ტირაჟირება შეგნებულად, რამდენიმე დღეა აქტიურად მიმდინარეობს და ამ დროს, ზოგიერთ ჩემს კოლეგას, პრეტენზია რომ გაქვთ, ობიექტურობასა და მაღალ პროფესიონალიზმზე… იმას, რასაც თქვენ აცხადებთ, სიმართლესთან ცოტა კავშირი, თუნდაც ლოგიკურად, მაინც ხომ უნდა ჰქონდეს?… ფაქტია, ამ ინფორმაციის გავრცელება ვიღაც-ვიღაცეებს, ახლა იმიტომ დასჭირდათ, რომ ეტყობა “ის მოადგილე”, რომელიც ახალ პოსტზე”გაამწესეს” ჩემმა კოლეგებმა, გულზე არ ეხატებათ, რადგანაც მექრთამე ჩინოვნიკების გამოვლენა-დაჭერა, აქტიურ ფაზაში შევა და ცხადია, არ აწყობთ, ეს პროფესიონალმა და თავის საქმის კარგად მცოდნე ალეკო ტაბატაძემ რომ გააკეთოს!… მოკლედ, ამ შემოგდებულ თემას ავტორი ჰყავს და გამიზნულია სუს-ის დისკრედიტაციისა და თავად სუსის მოადგილის იმ საქმიანობის ჩამოცილებასთან, რასაც კორუფციისა და მექრთამეობის წინააღმდეგ ბრძოლა ჰქვია.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ სიცრუის ტირაჟირებაში ფრიადოსნები ხართ და სიმართლის გავრცელებაში ოროსნები!” – წერს ლიპარტელიანი სოცქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები