თურქეთში მიწაში ჩამარხული დანაღმული ავტომობილი აღმოაჩინეს

თურქეთში, ერზურუმის პროვინციაში პოლიციამ მიწაში ჩამარხული დანაღმული ავტომობილი აღმოაჩინა. ტერორისტებმა ის საკონტროლო–გამშვები პუნქტის მახლობლად მიწაში ჩამარხეს და პოლიციელების მიახლოების დროს აფეთქებას გეგმავდნენ. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
პოლიცია ეჭვობს, რომ ავტომობილი ასაფეთქებლად „ქურთთა მუშათა პარტიის“ “ბოევიკებმა’ გაამზადეს. ის ერზურუმის ტერორიზმთან ბრძოლის ქვედანაყოფმა აღმოჩინა.
გამნაღმველებმა ადსაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნებელყვეს და ავტომობილი მიწიდან მხოლოდ ამის შემდეგ ამოიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები