ევროპარლამენტი დღეს უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას დღეს კენჭს უყრის

ევროპარლამენტი დღეს სტრასბურგში პლენარულ სხდომაზე უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების საკითხს განიხილავს.
როგორც ევროპარლამენტში ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელმა, მარია გაბრიელმა განაცხადა, უკრაინამ ევროკავშირის ყველა მოთხოვნა შეასრულა და გარკვეულ საკითხებში მოლოდინსაც გადააჭარბა.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ, რომელიც ევროკომისიის მიერ ჩამოყალიბებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, გარკვეული სარგებელი უნდა მიიღოს. ახლა საკითხი ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს“, – განაცხადა მარია გაბრიელმა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის საკითხი საბოლოოდ, 11 მაისს უნდა გადაწყდეს.
საქართველოსთან დაკავშირებით, ვიზალიბერალიზაციაზე დადებითი გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა 2 თებერვალს მიიღო. 28 მარტიდან უვიზო მიმოსვლა ძალაში შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები