„თურქეთი საკუთარ საზღვართან ტერორისტებს სახელმწიფოს შექმნის უფლებას არ მისცემს“

თურქეთის ხელისუფლება არ მისცემს საშუალებას „ქურთთა მუშათა პარტიას“, რომ ქვეყნის საზღვართან სახელმწიფოს შექმნას. ამის თაობაზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„თურქეთის ტერორისტებისგან ქალაქებს ჯერაბლუსს და ერ-რაის აუცილებლად გაათავისუფლებს. „ქურთთა მუშათა პარტის“ წარმომადგენლები ტერორისტები და თურქეთის მტრები არიან“ – განაცხადა ერდოღანმა ანკარაში ადგილობრივი ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.
ერდოღანმა განაცხადა, რომ მას “ისლამური სახელმწიფო“ ევრძვის, ასევე ის არ მოსწონთ დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის ლიდერს და მათ, ვინც ერდოღანის ფიზიკურად განადგურება სურს. „მთავარია, რომ მე თურქეთის მოსახლეობა მხარს მიჭერს“ – განაცხადა ერდოღანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები