დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს, რომ ქართველებს მოსავლის აღების უფლებას აღარ მისცემენ
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებში ოსური დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ქართველებს მოსავლის აღების უფლებას აღარ მისცემენ.
“საქართველოს მოქალაქეები ოსურ ტერიტორიაზე მიწებს უკანონოდ ამუშავებენ. საკითხი ბევრჯერ დავაყენეთ და მოსახლეობაც არაერთხელ გავაფრთხილეთ. შემხვედრ ნაბიჯზე აღარ წავალთ და შემოდგომაზე მოსავლის აღების საშუალებას აღარ მივცემთ. რაც შეეხება საქონელს, ქართულ ტერიტორიაზე გადმოდის და იკარგება “, – აცხადებს დავით სანაკოევი.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე. წ. პრეზიდენტის წარმომადგენელი ქართულ მხარეს გამყოფ ხაზთან ხანძრის გაჩენაშიც ადანაშაულებს. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 76-ე შეხვედრა 4 აპრილს გაიმართა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 11 მაისს გაიმართება.