პოროშენკომ მარია გაიდარი მრჩევლად დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის საოლქო საბჭოს დეპუტატი და მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი მარია გაიდარი უშტატო მრჩევლად დანიშნა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
გაიდარი 2015 წლამდე რუსეთის მოქალაქე იყო. 2015 წელს მიხეილ სააკაშვილის მრჩევლად დანიშვნის შემდეგ პეტრო პოროშენკომ მას უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა.
2016 წლის მაისში მარია გაიდარმა გუბერნატორის მოადგილის თანამდებობა დატოვა. მის გადადგომას აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მონაწილეები და მათი ოჯახის წევრებიც მოითხოვდნენ, რომლებიც ოდესის ადმინისტრაციას დაპირებული კომპენსაციების გადაუხდელობაში ადანაშაულებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები