ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი “საზღვრის” დაკეტვას აპირებს

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ოკუპირებული ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის სამი დღით დაკეტვას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას დეფაქტო უსაფრთხოების კომიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ 7 აპრილს 20:00 საათიდან 10 აპრილამდე დროებით შეწყდება მოქალაქეთა გატარება. უსაფრთხოების ზომების გაძლიერება უკავშირდება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც 9 აპრილს არის დაგეგმილი“, – აღნიშნულია ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებაში. 

ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მოქალაქეები გადაადგილებას შეუფერხებლად შეძლებენ 2017 წლის 10 აპრილს 20:00 საათიდან. 

9 აპრილს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადარქმევის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები