ბერშუეთიდან გატაცებულ ქართველს ოკუპანტები, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გაათავისუფლებენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთიდან გატაცებულ ქართველს ოკუპანტები, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გაათავისუფლებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ განუცხადა.
კახაბერ ქემოკლიძის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
“ალექსი გელიშვილის საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია შემოგვივიდა სწორედ დღევანდელი შეხვედრის მსვლელობისას და შესაბამისად, ცხადია მყისიერი დისკუსია მოჰყვა ამ ადამიანის დაკავებას. საკმაოდ კონსტრუქციული დიალოგი შედგა მონაწილეებთან ამ თემასთან დაკავშირებით და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ უახლოეს მომავალში, დღეს დღის ბოლოსთვის გაათავისუფლებენ ამ პიროვნებას”,- განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ტერიტორიიდან ადგილობრივი მკვიდრი, 45 წლის ალიკა გელიაშვილი გაიტაცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები