სანკტ-პეტერბურგის მეტროში თვითმკვლელი ტერორისტის სხეულის ფრაგმენტები იპოვეს

 სანკტ-პეტერბურგის მეტროში ტერაქტი მამაკაცმა მოაწყო, რომლის სხეულის ფრაგმენტები მესამე ვაგონშია აღმოჩენილი. მისი ვინაობა უკვე დადგენილია, თუმცა ის გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ სახელდება. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა, სვეტლანა პეტრენკომ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, გამოძიება საგამოძიებო სამსახურის ხელმღვანელს, ალექსანდრე ბასტრიკინის უშუალო კონტროლზე აქვს აყვანილი.
პეტრენკოს ინფორმაციით, ამჟამად შემთხვევის ადგილის დათვალიერება და სხვა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ასევე, გრძელდება მოწმეების დაკითხვა.
სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის მატარებელში აფეთქება 3 აპრილს მოხდა. ტერაქტის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები