გუგუთსა და სადახლოზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

 საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“ და „გუგუთი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა.
როგორც ”კვირას“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, 1-2 აპრილს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“ და „გუგუთი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, არადეკლარირებული სიგარეტის (4800 ღერი) ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სომხეთის მოქალაქეებს, ნ.ჰ-სა და ა.ბ-ს ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა თითოეულს ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ, ასევე, სომხეთის მოქალაქე ა.ბ-ს, ზემოაღნიშნულ სანქციებთან ერთად, სატრანსპორტო საშუალებაც ჩამოერთვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები