შს მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძის ცემის ფაქტზე: საქმეში ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიგურირებს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძის ცემის ფაქტზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს, თუმცა მოტივზე საუბარი ჯერ ნაადრევია. მისი თქმით, საქმეში ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიგურირებს.
„გამოძიება 117-ე მუხლით არის დაწყებული, ძალიან სწრაფად მოხდა ამ საკითხზე რეაგირება. პირველადი მონაცემები რაც გვაქვს, არის ის, რომ ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიგურირებს, დანარჩენს ალბათ გვეტყვის გამოძიება, რომელიც ინტენსიურად მიმდინარეობს. ვიდრე გამოძიების შედეგები არ იქნება, რაიმე მოტივზე საუბარი ნაადრევია“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
არსებული ინფორმაციით, გელა ხვედელიძეს საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ. შემთხვევა დაახლოებით საათნახევრის წინ მოხდა. პირველადი ინფორმაციით, ხვედელიძეს დაზიანებები თავის არეში აღენიშნება. ის „ნიუ ჰოსპიტალშია“ მოთავსებული
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები