დიდუბეში გვიან ღამით ორი მამაკაცი დაჭრეს

დიდუბეში, ბაგრატიონის ქუჩაზე, გვიან ღამით ორი მამაკაცი დაჭრეს. როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ორივე მათგანს ბასრი საგნით მიღებული ჭრილობა აღენიშნებოდა და ისინი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს. ერთ-ერთ მათგანს ჭრილობა საჯდომის არეში, მეორეს კი ბარძაყში ჰქონდა მიყენებული. ახალგაზრდა მამაკაცებმა სამედიცინო დაწესებულება მალევე დატოვეს.
„კვირას“ ინფორმაციით, მათ კლინიკაში მისულ სამართალდამცავებს განუცხადეს, რომ ისინი ერთდროულად მინაზე დაეცნენ და ერთმა საჯდომი, მეორემ კი ბარძაყის არე დაიზიანა. მიუხედავად ამისა, სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები