დიღომში ტაქსის მძღოლი დააყაჩაღეს

დიღომში, რესტორან „ჭაშნაგირთან“ ტაქსის მძღოლი დააყაჩაღეს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, პოლიციელებმა სპეციალური ამკრძალავი ლენტით „მერსედესის“ მარკის ტაქსი შემოსაზღვრეს. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები