საქართველოს პარლამენტის დელეგაცია საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 136-ასამბლეის საზეიმო გახსნას დაესწრო

ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და დელეგაციის წევრები საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 136-ე ასამბლეის საზეიმო გახსნას დაესწრნენ. გახსნას ბანგლადეშის პარლამენტის თავმჯდომარე შირინ შარმინ ჩაუდჰურიმ უმასპინძლა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, საზეიმო მიღებას საპარლამენტთაშორისო კავშირის  წევრი და ასოცირებული ქვეყნების მაღალი რანგის თანამდებობის პირები დაესწრნენ.
საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 136-ე ასამბლეა ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ დაკაში 2 აპრილს, ადგილობრივი დროით 11: 00 საათზე გაიხსნება. ასამბლეის მთავარი თემაა „უთანასწორობის აღმოფხვრა: ღირსების და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველასთვის“.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები