საკრებულოში აუტიზმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრებთან ერთად, აუტიზმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ. გიორგი ალიბეგაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, აუტისტური სპექტრის მქონე პირთა მხარდაჭერის საჭიროებაზე ისაუბრა და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული და ეფექტური მონაწილეობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
,,დღეს ჩვენ პატივი გვაქვს, რომ დედაქალაქის საკრებულოში გიმასპინძლოთ. ამ ისტორიულ შენობას არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის უმასპინძლია, თუმცა, თქვენთან შეხვედრა ყოველთვის გამორჩეული და ლამაზია’’,-განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
ღონისძიებაზე, რომელშიც მონაწილეობა ბავშვთა გასართობი ცენტრის მსახიობებმაც მიიღეს, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების ნახატების გამოფენა მოეწყო. აუტიზმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიება დედაქალაქის საკრებულოში არასამთავრობო ორგანიზაციის ,,საერთაშორისო დემოკრატიული განვითარების ცენტრის’’ ორგანიზებით შედგა და მას წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები, აპარატის თანამშრომლები, საზოგადოების ცნობილი სახეები და აუტისტური სპექტრის მქონე პირები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები