ორსანტია-ოტობაიას ე.წ. საზღვართან დაკავებული სამი ქალი გათავისუფლებულია

აფხაზეთში, ორსანტია-ოტობაიას ე.წ. საზღვართან დაკავებული სამი ქალი გათავისუფლებულია. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. სამივე მათგანი ენგურის ხიდზე გადმოვიდა. ისინი სამი კვირის წინ დააკავეს, როდესაც აფხაზეთში გასვენებაში მიდიოდნენ.
​ამ დრომდე დაკავებულები სოხუმის ე.წ. იზოლატორში ჰყავდათ გადაყვანილი და მათ წინასწარი პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული, თუმცა გალის შეხვედრების და დე ფაქტო მთავრობასთან საერთაშორისო ორგანიზაციების კომუნიკაციის შემდეგ, სამივე მათგანი გაათავისუფლეს. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები