დააკავებენ თუ არა რუსუდან კერვალიშვილს – სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

“ცენტრ პოინტის” საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე მოსამართლე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.
საქმე სააკაძის მოედანზე მდებარე ობიექტს ეხება, რომელზეც თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით ბრალი “ცენტრ პოინტის” დამფუძნებლებს, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს აქვთ წარდგენილი.
გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა” თაბუკაშვილი 88″-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულებს თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული, თუმცა მოგვიანებით, ბრალდებულებს, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს თავდებში პარლამენტის რამდენიმე წევრი ჩაუდგა, რის შემდეგაც საქმეზე ბრალდებულებისთვის შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეიცვალა.
მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისთვის შეფარდებული 150-150 ათას ლარიანი გირაო უძრავი ქონებით იყო უზრუნველყოფილი, რომელიც სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, გირაოს პირობების დარღვევის გამო, ჩამოართვა და სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები