რუსთავში ერთდროულად სამი მაღაზია გაქურდეს

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, ერთდროულად ხუთი ობიექტი გაქურდეს, მათ შორის სურსათის, ტანსაცმლისა და საკანცელარიო მაღაზიები, სილამაზის სალონი და ექიმ-ჰომეოპათის ოფისი.
არსებული ინფორმაციით, საკანცელარიო მაღაზიიდან წაღებულია 200 ლარი, ჰომეოპათის ოფისში მდებარე შესაწირის ყუთიდან მცირე ოდენობის თანხა, ხოლო დანარჩენ მაღაზიებში მძარცველებს ფული არ დახვდათ.
თვითმხილველების განცხადებით, ქურდობა, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს.
როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები