ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც „კვირას“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის მთავარი მიზანი სააგენტოს მიერ შემუშავებული „ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) შესახებ“ ბრძანების პროექტის წარდგენა და განხილვა იყო.

სააგენტოს უფროსმა, ვასილ გედევანიშვილმა ოპერატორებს გააცნო ის ახალი, გაუმჯობესებული რეგულაციები, რომლებსაც ითვალისწინებს ბრძანების პროექტი.

აღინიშნა, რომ ბრძანება მიზნად ისახავს ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების არაკანონიერი ქმედებებისაგან დაცვის რეჟიმის გაუმჯობესებას და შესაბამისად, ადამიანისა და გარემოს დაცვას მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან.

სააგენტოს უფროსმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ განსახილველი ბრძანების მეშვეობით, ხორციელდება საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების იმპლემენტაცია ეროვნულ კანონმდებლობაში. აღნიშნული აქტის მიღება მოხდება ყველა დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობის და მათ მიერ წარმოდგენილი შენიშვნების და წინადადებების განხილვის შემდგომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები