ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოს პარლამენტში შეხვედრებს მართავს

საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფი ვენეციის კომისიის დელეგაცია, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველ სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა.
ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის წევრებთან გამართული შეხვედრისას ვენეციის კომისიის მდივანი, ტომას მარკერტი და ვენეციის კომისიის წევრები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრების მოსაზრებებით და კომენტარებით დაინტერესდნენ.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ინტერაქტიული ფორმატის შეხვედრისას კომისიის წევრებმა კონსტიტუციის მეორე თავის მუხლებთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულებები გამოთქვეს და კონსტიტუციის ახალი რედაქციის მომზადების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტზე ვენეციის კომისიის შეფასება მმართველი გუნდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რაც პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს არაერთხელ აღუნიშნავთ. ჩვენ აუცილებლად გავეცნობით და გავითვალისწინებთ იმ ძირითად საკითხებს, რომელზედაც ვენეციის კომისია რეკომენდაციებს გასცემს. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას – ვენეციის კომისიის წევრები ქორწინების საკითხით, თანასწორობის თემით, სასამართლო ხელისუფლების რეფორმით და ადამიანის ძირითადი უფლებების საკითხებით დაინტერესდნენ”, – განაცხადა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები