გიორგი მარგველაშვილმა ლიტვის პრეზიდენტს ნატოს მომავალ სამიტზე საქართველოს ინტერესების დაცვა სთხოვა

„მე ვთხოვე ტრადიციულად, ჩვენს მეგობარს ქალბატონ გრიბაუსკაიტეს, ადამიანს, რომელსაც არაერთ სამიტზე და საერთაშორისო ფორუმზე დაუცავს საქართველოს ინტერესი, ჩემი პირადი სახელით, საქართველოს პოზიცია დააფიქსიროს ნატოს სამიტზე“,  – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ლიტვის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველო-ლიტვის თანამშრომლობა, რომლის შედეგადაც საქართველომ მიაღწია ასოცირების ხელშეკრულებას, თავისუფალი ვაჭრობას, ახლა თავისუფალ უვიზო მიმოსვლას, აქ ამ წერტილში არ მთავრდება, არამედ მომავალშიც გაგრძელდება.
,,ამ თვალსაზრისით, მე ქალბატონ პრეზიდენტს გავაცანი ჩვენი უაღრესი ინტერესი მომავალი ნატოს სამიტის მიმართ. საზოგადოებამ იცის, რომ ნატოს სამიტი იქნება შეზღუდული ფორმატის, სადაც არაწევრი ქვეყნები არ იქნებიან წარმოდგენილი და მე ვთხოვე ტრადიციულად, ჩვენს მეგობარს, ქალბატონ გრიბაუსკაიტეს, ადამიანს, რომელსაც არაერთ სამიტზე და საერთაშორისო ფორუმზე დაუცავს საქართველოს ინტერესი, რომ განსაკუთრებით მიაქციოს ყურადღება ჩვენს დღის წესრიგს და ჩემი პირადი სახელით, საქართველოს პოზიცია დააფიქსიროს ამ სამიტზე”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ „საქართველოს დღის წესრიგი, მათ შორის ქალბატონი დალიას მეცადინეობით, იქნება სერიოზულად წამოწეული“.
ლიტვის პრეზიდენტის, დალია გრიბაუსკაიტეს განცხადებით, ლიტვა ნატოს სამიტზე, რომელიც მხოლოდ წევრებისთვისაა განკუთვნილი, საქართველოს უსაფრთხოების საკითხს წამოჭრის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები