სოფიო ქაცარავა გარი ჯონსონს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს საგარეო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სფეროში, გენერალ, გარი ჯონსონს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე ისაუბრეს.
მხარეებმა ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მრავალი მიმართულებით არსებული მჭიდრო თანამშრომლობა მიმოიხილეს და საგარეო უსაფრთხოების მიმართულებით, თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები დასახეს.
„ჩემთვის დიდი პატივია სერ გარი ჯონსონთან შეხვედრა, მისგან რჩევებისა და რეკომენდაციების მიღება სხვადასხვა მიმართულებით. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბრიტანეთის საქართველოსადმი მხარდაჭერასა და ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებასა და გაღრმავებაზე”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, შეხვედრაში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ბერაია მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები