ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრა დასრულდა

დღეს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრა დასრულდა. სამდღიანი სემინარი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჩხაიძემ დახურა.
სემინარის დასკვნით ღონისძიებაზე სინდიკატების ხელმძღვანელებმა სამუშაო პროცესი შეაფასეს და შემაჯამებელი პრეზენტაციები წარმოადგინეს. უცხოელი ექსპერტების განცხადებით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ყველა ინიციატივა დაბრკოლების გარეშე ვითარდება, თუმცა თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესის ბოლომდე მისაყვანად, მსგავსი სამუშაო შეხვედრების გაგრძელება აუცილებელია.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრა მიზნად ახალ სტრატეგიულ მიმართულებებზე საერთო მიდგომის მიღწევას, საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციას და დუბლირებული ძალისხმევის თავიდან აცილებას ისახავდა. შეხვედრების ფარგლებში, იმ მიმართულებების განსაზღვრაც მოხდა, რომლებიც დამატებით მხარდაჭერასა და რესურსების გაუმჯობესებული მენეჯმენტის უზრუნველყოფას საჭიროებენ.
სემინარი ნატოსა და საქართველოს მიერ ერთობლივად დაიგეგმა და განხორციელდა, მის ორგანიზებაში ასევე, ჩართული იყო ბულგარეთის საელჩო, რომელიც საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩოა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები