კობა გვენეტაძე მიმდინარე წელს 4-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მიმდინარე წელს 4-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. აღნიშნული ვარაუდი გვენეტაძემ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოთქვა.
”ზოგადად, ვფიქრობ, რომ კარგი მაჩვენებელია. ჩვენ, ბოლო პროგნოზების მიხედვით, წელს დაახლოებით, 4-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ველოდებით, ეს იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც ჩვენ გვაქვს, რეგიონში ერთ-ერთი მაღალი იქნება. ვფიქრობ, ჩვენ გვქონდა სწორი რეაგირება საგარეო შოკზე. დღეს საგარეო სექტორის გაუმჯობესების პარალელურად, შესაძლებელი იქნება 4-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
​„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ 4,4%, იანვარ-თებერვლის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ კი 4,8% შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები