თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცი  დანით დაჭრეს.  „კვირას“ ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის მამაკაცს ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები მუცლისა და მხრის მიდამოში აქვს. შემთხვევა ღამის საათებში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მოხდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი გ.ინგოროყვას სახელობის  საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.  როგორც „კვირას“ სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცს  ღამის საათებში  სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები