დიმიტრი ქუმსიშვილი: პირველი თვეები გვიჩვენებს, რომ საკმაოდ კარგად მივდივართ
„ეს არის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი“, – ასე გამოეხმაურა პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, წინასწარი მონაცემებით, თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ 4,4%, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 4,8 % შეადგინა.
როგორც ქუმსიშვილმა განმარტა, წელს 4%-ზე გვაქვს დაგეგმილი წლევანდელი წელი, შესაბამისად, პირველი თვეები გვიჩვენებს, რომ საკმაოდ კარგად მივდივართ.
„წელს ჩვენ 4%-ზე გვაქვს დაგეგმილი წლევანდელი წელი. პირველი თვეები გვიჩვენებს, რომ საკმაოდ კარგად მივდივართ. მე, რა თქმა უნდა, მაქვს შესაძლებლობა, ყოველდღიურად თვალი ვადევნო მარტის თვის დამატებითი ღირებულების ბრუნვებს და აქაც ძალიან კარგი მაჩვენებელი გვაქვს. მარტის თვეში, წინასწარი შეფასებით, რასაც ვუყურებ, ასევე საკმაოდ კარგადაა ექსპორტის ზრდა და შესაბამისად, ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას და ოპტიმიზმს, რომ დაგეგმილი მონაცემები და პარამეტრები წარმატებით შესრულდება“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.