ქართველებს ლიტვაში განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს (ფოტო/ვიდეო)

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ლიტვაში უვიზოდ პირველად ჩავიდნენ, აეროპორტში განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს. ქართველ ტურისტებს აეროპორტში ლიტვის პრეზიდენტიც დახვდა და მათ უვიზო რეჟიმის ამოქმედება მიულოცა.
„ცუდად გავხდი, ისეთი დახვედრა მოუწყვეს ლიტვის აეროპორტში პირველ რეისს საქართველოს მოქალაქეებით, რომელიც უვიზო რეჟიმის პიროებებში ჩავიდა. მადლობა ამ ხალხს, პრეზიდენტიდან – კარისკაცამდე “, – წერს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მარიამ სხილაძე.
​შეგახესენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაცია 28 მარტიდან ამოქმედდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები