სიმონ ნოზაძე პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევაში პრობლემას ვერ ხედავს

ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევაში პრობლემას ვერ ხედავს.
როგორც დეპუტატმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდენტს ფუნქციები არ შეეკვეცება და ის აღნიშნული წესით არჩევის შემთხვევაშიც შეძლებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.
„პრეზიდენტის არჩევის ორივე მოდელი გამოიყენება მსოფლიოში, უმეტესწილად, პირდაპირი წესით ხდება არჩევა, მაგრამ არც ირიბი არჩევის წესი არის უარსაყოფი. მით უმეტეს, მხოლოდ პარლამენტი არ აირჩევს ამ ირიბი არჩევნებით პრეზიდენტს. რამდენიმე ასეულმა კაცმა უნდა აირჩიოს, იქ იქნება ნაწილი პარლამენტარებისა და ნაწილი სხვა. პირდაპირი წესით არჩევნების ჩატარებით, შესაძლებელია, ვინმეს ეჩვენება, რომ ლეგიტიმაცია მაღალია, მაგრამ ჩემი აზრით, იმ ფუნქციების განხორციელება, რაც პრეზიდენტს ეკისრება, სავსებით საკმარისი იქნება ირიბი არჩევნებით არჩევის შემთხვევაშიც. თანაც, ეს არჩევნებიც ერთგვარი დათქმით ხდება – მომდევნო არჩევნები ისევ პირდაპირი წესით ჩატარდება, იმას, რომ ეს ვინმეს მიმართ არის მიმართული, ვერავინ  იტყვის“, -განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები