ცხინვალში მამაკაცი დააკავეს, რომელმაც ე.წ. შს სამმართველოს ეზოში ხელყუმბარა ააფეთქა

ცხინვალში 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, რომელმაც ე.წ. შს სამმართველოს ეზოში ხელყუმბარა ააფეთქა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ეს პირი „ცხელ კვალზე“ დააკავეს. ამჟამად დაკავებულის თანამზრახველის ძებნა მიმდინარეობს.
აფეთქება ცხინვალის ე.წ. შს სამმართველოს ეზოში ორშაბათს გამთენიისას მოხდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები