“სიდა”: 2016 წლის განმავლობაში, ქვემო ქართლში გენდერული ნიშნით ძალადობის 668 შემთხვევა დაფიქსირდა

არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2016 წლის განმავლობაში, ქვემო ქართლში გენდერული ნიშნით ძალადობის 668 შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, კვლევის ავტორების ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში, სასამართლოში განხილული ოჯახში ძალადობის 25 აღკვეთის ღონისძიების საქმიდან, მხოლოდ ექვს შემთხვევაში მოხდა პატიმრობის შეფარდება, 38 დასრულებული სისხლის სამართლის საქმიდან კი საპატიმრო სასჯელი ორის შემთხვევაში დადგა. დანარჩენ შემთხვევაში, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
​კვლევაში საუბარია ნაადრევი ქორწინების მიმართ სასამართლოს რეაგირებაზეც. „სიდაში“ განმარტავენ, რომ ნაადრევი ქორწინების 15 საქმიდან ყველა შემთხვევაზე საპროცესო შეთანხმება საპატიმრო სასჯელის გარეშე დამტკიცდა.
კვლევის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სასამართლოს მხრიდან რისკები და საფრთხეები სწორად ვერ ფასდება, ამიტომ ამ კუთხით მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. ​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები